შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს, ტელეფონით მისგან გაიგო.
„მეორე დღეს გაიგო, დრო არ მახსოვს. იმ ღამეს არ იცოდა. მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გახარიამ.