ეგვიპტის აღშფოთების მიუხედავად, ტუტანხამონის თავი დიდ ბრიტანეთში აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Aljazeera ავრცელებს.
ეგვიპტეში ამბობენ, რომ არტეფაქტი 1970 წელს კარნაკის ტაძრის კომპლექსიდან სხვა არტეფაქტებთან ერთად მოიპარეს, თუმცა, ამ ინფორმაციას Christie’s აუქციონის სახლი უარყოფს.
როგორც აუქციონის სახლში ამბობენ, ნივთების წარმომავლობა შეისწავლეს და ის მოპარული არ არის.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტუტანხამონის თავის ხელოვნების ნიმუშის შემძენის ვინაობა არ დაუსახელებიათ.