იაპონიაში ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილ ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. მომხდარის შესახებ BBC იუწყება.
ცეცხლის გაჩენაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა, თუმცა, დაზიანებების გამო ისიც, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დანებიც აღმოაჩინა.
ამ დროისთვის უცნობია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ცეცხლის გაჩენაში ბრალდებულს ანიმაციურ კომპანიასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ის კომპანიის თანამშრომელი არ არის.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 70 ადამიანი იმყოფებოდა, 36 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ანიმაციური სტუდია Kyoto, ცნობილი როგორც, KyoAni 1981 წელს დაარსდა.