ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უწყებაში ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ დაარეგისტრირა.
სალიამ, დაჩქარებული წესით მოითხოვა არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შეცვლა.