ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მგზავრი მსუბუქად დაშავდა. დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
































































