უმრავლესობის უმრავლესობა გახარიას წასვლაზე ხელს მოაწერდა, _ ამის შესახებ განცხადება “ევროპული საქართველოს”ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „360 გრადუსი“ საუბრისას გააკეთა.
“უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ შს მინისტრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. საჯარო გადაწყვეტილებებში კამერასთან ყველა გულადია, კამერის მიღმა ყველა იმას ლაპარაკობს რასაც ფიქრობს. ფიქრობენ იმას რომ გახარია უნდა წავიდეს და გიორგი გახარია აუცილებლად წავა”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.