ადამიანების უმეტესობა ნარკოტიკულ ნივთიერებებს პირველად ზაფხულში სინჯავს. ამის შესახებ საუბარი General Internal Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია.
ადამიანები უმეტესად იღებენ შემდეგი სახეობის ნარკოტიკებს: მარიხუანას, კოკაინს, ექსტაზს, ლსდ-ს.
როგორც კვლევის ავტორი დოქტორი ჟოზეფ პალამარი ამბობს, ზაფხულს მეტი უსაქმური დრო მოაქვს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, ივენთებზე კი, რაც ზაფხულში ტარდება, დიდია ნარკოტიკების შეთავაზების შანსი.
2017 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 მილიონმა ადამიანმა დაიწყო მარიხუანას და დაახლოებით, მილიონმა კოკაინის, ხოლო 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ლსდ-ს მოხმარება.
პალამარის თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ნარკოტიკების მიღება ცხელ სეზონზე, განსაკუთრებით კი, თუ ადამიანი პირველად სინჯავს მას, განსაკუთრებით სახიფათოა.