როგორც BBC იუწყება, რუსი ლგბტ აქტივისტი სანქტ პეტერბურგში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ბუჩქებში მოკლული იპოვეს.
ელენა გრიგორიევას ცხედარს მრავალრიცხოვანი ჭრილობები და გაგუდვის ნიშნები აღენიშნება.
გავრცელებული ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ლგბტ უფლებების დაცვის გარდა, გრიგორიევა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ, პატიმრების არასათანადო მოპყრობისა და მრავალი სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი დინარ იდრისოვი სოციალურ ქსელში წერს, მოკლული მუქარის შემცველ წერილებს იღებდა, რის გამოც პოლიციისთვის არა ერთხელ მიუმართავს.
პოლიციას ჯერ მკვლელობის მუქარის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.