ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ბესელია ე.წ. ვირთხაა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან “ოცნებიდან” ინფორმაცია გაჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლაჩარი და არარაობა უწოდა.
ბესელია ბიძინა ურჩევს, რომ თუ მას ვანო ზარდიაშვილის მსგავსი სპიკერები სჭირდება, მის მოთმინებას ნუ გამოცდის.
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე მას ახლა უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.