1955 წელს გამოჩნდა პირველი „მარლბოროს“ რეკლამა, რომელსაც თავიდან ათლეტური აღნაგობის მამაკაცები უკეთებდნენ რეკლამას, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული გახდა კოვბოი „მარლბოროს“ რეკლამაში. ცნობისათვის, პირველი 3 კოვბოი, რომელიც მონაწილეობდა „მარლბოროს“ რეკლამაში, გარდაიცვალა ფილტვების კიბოთი.
მსოფლიოში რეკლამებში იხარჯება 500 მილიარდი დოლარი!
საშუალოდ, რომ გამოვთვალოთ 65 წლის ასაკში ადამიანს, დაახლოებით, 2 მილიონი სარეკლამო კლიპი ექნება ნანახი.
1900 წელს ამერიკაში გამოჩნდა პირველი სარეკლამო ბილბორდი და ამის შემდეგ ის გავრცელდა ყველგან.
ხართ თუ არა დაკვირვებული, როდესაც მაჯის საათის რეკლამაა, საათი რა დროს აჩვენებს? ყოველთვის 10:10. ეს, უბრალოდ, სარეკლამო ატრიბუტია და ღიმილს განასახიერებს.
რეკლამის შექმნის დროს გამოიყენება ერთ ერთი სარეკლამო ფანდი რომელსაც „ემოციური ეფექტი“ ჰქვია. სარეკლამო პროდუქტებს ათავსებენ ისეთ ფონზე რაზეც მომხმარებელს ყოველთვის დადებით ემოციებზე განაწყობს. მაგალითად სარეცხის ფხვნილს ათავსებენ ყვავილების გვერდზე ან ბავშვების გვერდზე.
ჟურნალი „ლაიფი“ იყო პირველი ჟურნალი რომელმაც წელიწადში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა რეკლამებით.