გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დილის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.