ამ წუთებში სტიქიაა სვანეთში. ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სტიქიის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.
ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მანქანა წაიღო და “ჭალაჰესი” დააზიანა. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა შემთხვევის დროს ავტომობილში ვინმე.
სტიქიურ ზონაში აქტიურად მუშაობენ მაშველები, რომლებიც ადამიანების გამოყვანას ამ წუთებშიც ცდილობენ.