„აგონიაში მყოფი ივანიშვილის ცარიელ ტვინში დღეს რა იხარშება, არავინ იცის”, _ განცხადა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ახალი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშილმა ჟურნალისტის კითხვის _ ელოდება თუ არა ის ოქრუაშვილის გარდა პარტიის სხვა ლიდერების დაკავებას? _ პასუხად
ჩალაგაშვილის თქმით, ოქრუაშვილის ადგილს ბიძინა ივანიშვილი და ის ადამიანები დაიკავებენ, რომლებიც მას “გუნდრუკს უკმევენ”.
„აგონიაში მყოფი ივანიშვილის ცარიელ ტვინში დღეს რა იხარშება, არავინ იცის. ადამიანი აბსოლუტურად შეურაცხადია, ყავს ჩვეულებრივი რუსული ჟანდარმერია, გახარიას ხელმძღვანელობით. ადამიანებს, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს, სახეზე ეწერათ, დაგვავალეს და რა ვქნათ?! თუ დღეს დილის მდგომარეობით ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს შანსი, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, მას არჩევნების გზით წაეგო და წასულიყო, მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის მომავალი წლის შემოდგომამდე, ნამდვილად ვერ მივა და მე პირობას ვაძლევ მას, გახარიას და დანარჩენებს, ვინც მას გუნდრუკს უკმევენ, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ირაკლი ოქრუაშვილს იქ, სადაც დღეს ზის და მის ადგილს დაიკავებენ“, _ განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.