ციმბირში მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ისევ ცდილობენ.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით ბელგიის ზომა ფართობია დამწვარი.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართულები.
კვამლისგან კი ასეულობით ადამიანს სუნთქვა უჭირს.
როგორც EURONEWS იუწყება, ვიდრე რეგიონის ერთ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს, დანარჩენ ადგილებში წყალდიდობას ებრძვიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, წყალდიდობები ციმბირში ციკლონმა გამოიწვია.
გასულ თვეში სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ.