მერაბ ახობაძის, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილის და მურთაზ ირემაძის სახელობის ტურნირი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით და მერიის და საკრებულოს მხარდამჭერით ჩატარდა.
მასში მონაწილეობას ღებულობდნენ: კოხნარის, გუთურის, დაბა ჩოხატაურის, გოგოლესუბნის ადმინისტრაციული ერთეულების, სოფ ბუკნარის, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გუნდები.
ტურნირში I ადგილი ზედიზედ მესამედ ბუკნარის გუნდმა დაისაკუთრა, რომელიც თასით, სიგელით და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა; II და III ადგილები კოხნარის და გუთურის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა გაინაწილეს და სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ; IV ადგილზე მერიის გუნდი გავიდა, ტურნირის საუკეთესო ფრენბურთელის ტიტული და სიგელი კოხნარის გუნდის ფრენბურთელმა გიორგი სიხარულიძემ დაისაკუთრა, ხოლო ტურნირის აქტიური მხარდაჭერისთვის სიგელი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გიორგი პაიჭაძეს ხვდა წილად.