სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაშიუდანაშაულოდ სცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ნაწილობრივ გაამართალა.
“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დადგინა რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობს დროს არ ჰქონია ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი. უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარი, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”. – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძმე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძრვანელმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.