„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
გამოძიების მტკიცებით, გვარამიას მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.