საქართველოში 12-15 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
რაც შეეხება ტემპერატურას, 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობში, ბარსა და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +31, +33 გრადუსს მიაღწევს.