ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი “რუსთავი 2”, მას ეს ბრენდი სძულს, _ ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“არავითარი ტელებიზნესი იქ აღარ იქნება. ამ ტელევიზიის შემძენი იქნება ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით. ეს ტელევიზია აღარ იარსებებს, გეუბნებით. იქ იქნება კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. დასრულებული ისტორიაა. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი “რუსთავი 2”, მას ეს ბრენდი სძულს. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთი სხვა არხი ვერ იტყვის ამას. ამ არხის კარები დღეს გამოკეტა პაატა სალიამ. პაატა სალია არის “რუსთავი 2″-ის ჯალათი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.