კოლუმბიაში ძალზე უჩვეულო ფესტივალი, სახელად „ლა ტომატინა“ ჩატარდა, რომლის დროსაც პომიდვრებით ბრძოლა იმართება.
ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი.”ლა ტომატინა“ კოლუმბიაში ბოლო რვა წელია იმართება.
ცნობილია, რომ კოლუმბიელებს აღნიშნული ტრადიცია ესპანელებისგან აქვთ გადმოღებული.
ფესტივალის დროს 15.000 ტონა პომიდორი დაიხარჯა.
შემდეგ ქუჩების დასუფთავებას კი 18 საათი, 300 ადამიანი და ათასობით ლიტრი წყალი მოუნდა.