იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანები – აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანები ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის ნაცვლად იღებენ აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას.
ტერენს ვატანაბე – ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ლას ვეგასის კაზინოებში წააგო $200 000 000. გარდა ამისა, მას კაზინო “Rio” და “Caesars Palace”-ს ვალი მართებს $14 000 000-ის ოდენობით.
იმისათვის რომ დაეფარა მიმდინარე ვალები, ტერენს ვატანაბემ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფინანსურ მაქინაციაში, რაც კანონის დარღვევაა. ნევადის შტატის კანონმდებლობით ვატანაბეს პატიმრობის 28 წელი ემუქრება.
წაგებული თანხის და ამავდროულად კანონის დარღვევის გათვალისწინებით ძალიან ბევრმა მოთამაშემ აღიარა ის მსოფლიოში ყველაზე დიდ “ლუზერად”.
ნევადის შტატის პროფესორი, აზარტული თამაშების სპეციალისტი უილიამ ტომპსონი თვლის, რომ ვატანაბემ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რადგან არავის არასდროს წაუგია მსგავსი ოდენობის თანხა კაზინოში.
თავად ტერენს ვატანაბემ განაცხადა, რომ არ აპირებს კაზინოებისთვის წაგებული თანხის დაბრუნებას. გარდა ამისა, მან უჩივლა კომპანია “Harrah”-ს, რომელსაც ეკუთვნის ამ კაზინოების მონაცემები. ბიზნესმენის თქმით, კაზინოს პერსონალი ახდენდა მასზე ზეგავლენას, აძალებდნენ ალკოჰოლური სასმელის მიღებას და უბიძგებდნენ გაეგრძელებინა ბლექ ჯექის თამაში.
ვატანაბეს ადვოკატი – პირს ოდონელი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი გახდა კაზინოს თანამშრომლების შეთქმულების მსხვერპლი. ცნობილია, რომ ადვოკატმა შეძლო შეემცირებინა გადასახდელი თანხის ოდენობა 30%-მდე. ამჟამად არავინ იცის რით დამთავრდება ეს სასამართლო პროცესი, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ეს იქნება ყველაზე სკანდალური მოვლენა “ცოდვების ქალაქი”-ს ისტორიაში.