აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროსტეტს – ამ განცხადებას, თეონა გეგელია ავრცელებს.
საქმე ეხება ტვ “იმედის” ეთერში გასულ ფილმს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გადაიღეს და სადაც ომის გაყალბებული ისტორიაა.
ფილმი ეთერში 8 აგვისტოს გავიდა, იმედის ჟურნალისტებმა კი განცხადებები, იმის შესახებ, რომ ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, მხოლოდ დღეს, 15 აგვისტოს გაავრცელეს.
“აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროსტეტს. არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ #აქიმედია,”-წერს თეონა გეგელია.