ენის მოჩლექვით საუბარი რუსეთთან ბორდერიზაციას კი არ აჩერებს, არამედ ახალისებს – ამ განცხადებით, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება.
უგუტიანთკარში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსი ოკუპანტები დილიდან უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. გაბმულია მავთულხლართები და დადგმულია ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები. რამდენიმე ოჯახის ბაღები უკვე მოექცა რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად მხარეს.
„საქართველო მუდმივად იქნება ამ გასაჭირში, სანამ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს დასავლეთში სრულფასოვან ინტეგრირებას და ვინც არ ცდილობს სრულფასოვან ინტეგრირებას, ის აღრმავებს საქართველოს პრობლემას. არ ცდილობს ნატო-ში ინტეგრირებას ეს ხელისუფლება და ნატო-ში ინტეგრირებას სჭირდება მეტი მიზანმიმართულობა, მეტი აგრესიული პოლიტიკა,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.