საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გმირულად დაღუპიდან 15 წელი გავიდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.
ზაზა დამენია 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2016 წელს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა. ზაზა დამენია ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარე პარკშია დასაფლავებული.
“15 წელი უშენოდ და მაინც შენთან“ – ეს სიტყვები ზაზა დამენიას მეუღლემ ხათუნა ხუხუნაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.