ბიუროს წევრებს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილია ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2019-2020 წლებისთვის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელებულია მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე – ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე – ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე – თეა წულუკიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე – ეკატერინე ტიკარაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – ვახტანგ გომელაური,სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დასახელებულია ქეთევენ ციხელაშვილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, ასევე სამთავრობო პროგრამას კომიტეტებში და ფრაქციებში განიხილავენ. ამის შემდეგ დეპუტატები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.