ირანი ევროპას ბირთვული შეთანხმების გადარჩენისთვის 2 თვეს აძლევს. ამის შესახებ RT-ს ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა.
პრეზიდენტ რუჰანის განცხადებით, ევროპას ირანისთვის სანქციების მოსახსნელად 2 თვე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებს თანდათან შეამცირებს და ნაბიჯს, რასაც ირანი მომავალში გადადგამს ძალიან დიდი გავლენა ექნება.
როგორც ცნობილია, საფრანგეთმა ირანს 15 მილიარდი დოლარი კრედიტად შესთავაზა, თუ იგი მთლიანად დაუბრუნდებოდა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სამოქმედო ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას, აღნიშნული თანხა ირანს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებთან გამკლავებაში დაეხმარებოდა, თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა ხელშეკრულების პირობებს ისევ შეასრულებს თუ ევროკავშირი გააგრძელებს ირანისგან ნავთობის შეძენას და უზრუნველყოფს შესაბამის კრედიტს.
ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ სანქციებით ირანზე ზეწოლა აუცილებელია, რომ ბირთვულ და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამები დახუროს, ასევე გაწყვიტოს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფთან კავშირი.
თეირანი აცხადებს, რომ სანქციები უკანონოა.