გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცვლილებებია. “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს, რომელიც თითქმის ერთი თვეა ვაკანტურია, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს მოქმედი უფროსი, თემურ სხირტლაძე დაიკავებს.
ჩვენი წყაროს თქმით, სხირტლაძეს მისი მოადგილე არჩილ ახალკაცი შეცვლის, რომელიც ახლახან გადავიდა ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში, ჩოხატაურის სამმართველოდან.
ახალკაცი ის პოლიციელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სოფელ ძიმითში, დედასგან მიტოვებული ჩვილი სიკვდილს გადაარჩინა.
როგორც გვითხრეს, ამ ცვილებების გარდა, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სხვა საკადრო გადაადგილებები არ მოხდება.
წყაროს თქმით, მიუხედავად მინისტრის ცვლილებისა, პოსტს შეინარჩუნებს სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა მურადაშვილი. თანამდებობებზე რჩებიან ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიციის უფროსებიც.
ამავე თემაზე: გაიცანით პოლიციელი, რომელმაც ოზურგეთში დედისგან მიტოვებული ჩვილის სიცოცხლე იხსნა