ავღანეთში წინასაარჩევნო შეხვედრაზე აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა, _ მომხდარის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ღონისძიებას ავღანეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელიც აფეთქების დროს შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართავდა.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა.
მაუწყებლის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.