შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი “ფეისბუქის” მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ამავე თემაზე: “გურიის მოამბის” რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით მემუქრება