“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება.
წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში.
კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე.
“ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები”, _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა რუსიეშვილმა.