„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად მივიჩნიოთ. მაგრამ იცით თუ არა, რომ ისინი, ფაქტობრივად, მნიშვნელოვან ხიფათს წარმოადგენენ თქვენი ჯანმრთელობისათვის.
რატომ არის ეს ნორმალური ფეხსაცმელი ასე საშიში? პირველ რიგში, მას არაბუნებრივი რაოდენობით ზეწოლა ადგას.
„ჩვენი ფეხები მასზე არასწორად თავსდებიან”, – განმარტავს ჯიმ კრისტინი, აშშ-ის სამეცნიერო სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი.
ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, მათ შორის მტკივნეული ანთება ფეხის ქსოვილებში.
ამას ყველაფერს დამატებული თქვენი თითები დაიწყებს რთულად ფუნქციონირებას, რამაც შესაძლოა დროთა განმავლობაში გამოიწვიოს მისი ფუნქციონირების მოშლა და საერთოდ პარალიზება.
ცოტა ხნის წინ, გაზეთმა “The New York Times” ერთგვარი ექსპერიმენტი „ჩაატარა“ და ორი ჟურნალისტის „შლოპანცები“ გულდასმით „გამოიკვლიეს“. რა იქნა აღმოჩენილი? სტაფილოკოკები და ბაქტერიები, რომელთა რაოდენობაც შეიძლება სასიკვდილო გამხდარიყო. საერთო ჯამში, 18 100 სხვადასხვა სახის ბაქტერია იქნა ნაპოვნი!