წარმოგიდგენთ რძის შესახებ გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ მითებს:
სასარგებლო რძე მხოლოდ შინაური რძეა
სიმართლე: ძროხის ახლადმოწველილი რძე მართლაც სასარგებლოა, მხოლოდ მოწველიდან 2 საათში და გადადუღებული სახით. შემდეგ მასში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას.
უცხიმო რძე წონის მატებას უწყობს ხელს
სიმართლე: ნებისმიერი უცხიმო პროდუქტი იწვევს ამ ეფექტს, რადგან ორგანიზმს გარკვეული ცხიმები ესაჭიროება და როცა მათ არ ვაწვდით, გაორმაგებული ძალით იწყებს ცხიმების “ამოქაჩვას” საკვებიდან.
მოზრდილებს რძე არ ჭირდებათ
სიმართლე: ჭირდებათ და საჭიროცაა, თუ ლაქტოზის აუტანლობა არ გაწუხებთ. რძე ხომ უამრავ, ჩვენთვის საჭირო მინერალს შეიცავს.
ნატურალური რძე 6 თვე არ ინახება
სიმართლე: ნატურალური, პასტერიზებული რძე დიდხანს ძლებს სპეციალურ შეფუთვაში და სასარგებლო მიკროელემენტებიც შენარჩუნებულია. ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, არ შეიძინოთ თუ ფხვნილით და კარაქითაა დამზადებული.