ახლახან მიწისძვრა მოხდა თურქეთში. როგორც სტამბოლიდან „გურია ნიუსს“ აცნობეს, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრად მოიაზრება სტამბულის ცენტრში მდებარე ბაკირკოუ.
_ იყო საკმაოდ ძლიერი ბიძგები. საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ, ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ცნობილი არაა. არაა დაზუსტებული, უფრო სწორად, ჯერ არ უთქვამთ, სად იყო ეპიცენტრი, ტელეფონი ცუდად ისმინება. ჩემ ირგვლივ ყველა კარგადაა, მეც და საქართველოში არ შეშინდეთ, _ გვწერს სტმბულში მცხოვრები ემიგრანტი ქართველი.