ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა თანამდებობა დატოვა.
ეს ინფორმაცია თენიეშვილმა ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ დღეიდან ახალ თანამდებობაზე გადავიდა:
_ ცესკომ შემომთავაზა და გადავედი საარჩევნო სისტემის მართვის ცენტრში. დღეიდან კონსულტაციებს გავუწევ ოზურგეთს, ჩოხატაურს და ლანჩხუთს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა.
რაც შეეხება მის შემცვლელს _ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 10 დღეში ცნობილი იქნება, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს.