მკვლელობა საგარეჯოში. გარდაცვლილია ორი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა საგარეჯოს ცენტრში, სანადირო თოფით 70 წლამდე კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე ხორცის მაღაზიის მეპატრონეს რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ იმავე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი წარსულში მხარეებს შორის კონფლიქტს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.