2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, – ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია.
„მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.