ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტირებული სკოლა დღეს გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძემ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
მოსწავლეებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. ა(ა)იპ სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია. პროექტი, რომლის ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
(R)