რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატებს შეზღუდულ სამხედრო ტერიტორიებზე რეგულარულად წვდომის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული განცხადება ზახაროვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
როგორც ცნობილია, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სამი დიპლომატი დააკავა, რომლებიც დახურულ სამედრო ტესტირების ადგილის სიახლოვეს შეზღუდულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.