17 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ტრადიციული „ექვთიმობა“ წელს იმით გახდა ნიშანდობლივი, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ. აქ განმარტეს, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგან მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის, ასეთი სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიისთვის ახალია და პირველად ხდება.
_ მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მრავალი ერთობლივი პროექტის გახორციელება, _ თქვა ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოინახულეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, ეწვივნენ ოზურგეთის სურათების გალერეას, კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და ბოლოს დაესწრნენ „ექვითმეობის“ დღესასწაულს.
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მიესალმა სტუმრებს, მათ ესაუბრა საქართველოში დაკარგულ და მერე სასწაულებრივად აღდგენილ მინანქრის ხელოვნებაზე, აჩვენა მათ მეორე სუკუნის ძეგლზე აღმოჩენილი მინანქრის ხელოვნებით შესრულებული ხატის ასლი, რომელიც ათი წლის წინ საპატრიარქომ სპეციალურად დაამზადა ექვთიმეს სახლ-მუზეუმისთვის. ასევე ისუბრა ექვთიმე თაყაიშვილის არა როგორც განძის მცველის, არამედ მისი, როგორც პილიტიკური და საზოგადო მოღვაწის უდიდეს დამსახურებაზე :
_ ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა და საქართველოს კულტურის გვირგვინი დაადგა .. და ეს გვირგვინი ჩვენს ქვეყანას დღემდე ადგას! ექთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში, ოჯახებში დ მთელ მსოფლიოში, _ თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს.
ვრცლად ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ჩვენს მკიხველებს უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვუამბობთ.