ტელეკომპანია” რუსთავი 2″-ის დამფუძნებელების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს:
“სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო _ რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:
აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში; დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა”, _ აღნიშნავს კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ აქიმიძე და დვალი, მათ მიერვე დაფუძნებული ტელევიზიის 60 %-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ და სასამართლოში იმავე არგუმენტს იყენებენ, როომელი არგუმენტებითაც უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.