Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს ელექტროსიგარეტის მოწევის ნაცვლად ჩაი დალიონ.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ვაჭრობის მინისტრს უბრძანა არასდროს დაუშვან ელექტრო სიგარეტები თურქეთში და თქვა, რომ თამბაქოს კომპანიები ხალხის მოწამვლის გზით მდიდრდებიან.
ელექტრო სიგარეტები, რაც სიგარეტის მოწევის უსაფრთხო ალტერნატივად განიხილება, უმეტესწილად არარეგულირებულია.
ცნობისთვის, ავსტრალიამ, ბრაზილიამ, ინდოეთმა და იაპონიამ ახლახანს აკრძალეს ელექტრონული სიგარეტების ბაზარი ან შეზღუდეს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღაზიებიდან არომატიზირებული ელექტრონული სიგარეტების ამოღებას გეგმავენ.