როგორც BBC იუწყება, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრექსითის გახანგრძლივება 2020 წლის 31 იანვრამდე მოხდება.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თარიღის გადავადება მოითხოვა, რადგან პარლამენტმა ვერ შეძლო ბრექსითის შესახებ შეთანხმება.
ბრიტანეთს 31 იანვრამდე შეუძლია დატოვოს ევროკავშირი თუ გარიგებას პარლამენტი დაამტკიცებს.
პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა არაერთხელ თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმებით ან შეუთანხმებლად 31 ოქტომბერს დატოვებდა, მაგრამ კანონის გამო იძულებული გახდა თარიღის გადავადება ეთხოვა.
თუ მხარეები ჯონსონი-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირება მოხდება, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას ვადაზე ადრე შეძლებს.