ძველი IPhone-ბისა და iPad-ების მფლობელებმა პროგრამა კვირამდე უნდა განაახლონ, თორემ არსებობს საფრთხე, რომ ისინი ინტერნეტს ვეღარ დაუკავშირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას The dailymail ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა GPS-იდან მომდინარეობს.
როგორც ცნობილია, IPhone 5 ოფიციალურად 2013 წლის შემდეგ აღარ იყიდება, მაგრამ ხალხი აღნიშნულ ტელეფონს მაინც მოიხმარს, ამიტომ აღნიშნული ტელეფონის მოდელების მფლობელებმა iOS 3 ნოემბრამდე 10.3.4-ამდე უნდა გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ტელეფონები მუშაობას შეწყვეტენ და ინტერნეტის მიღმა დარჩებიან.
პროგრამის განახლება ასევე ესაჭიროებათ iPhone 4S-ის iPad 2-ის, iPad Retina Display-ის, 4th gen iPad -ის მფლობელებს.