ეკლესია არის ცალკე, დამოუკიდებელი და ვერ გეტყვით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეკლესია დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
„ეკლესია არის ცალკე, დამოუკიდებელი და ვერ გეტყვით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით. ჩემი, როგორც ალბათ, ბევრი ჩვენი ქვეყნის შვილის მიზანია, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ვიცე-პრემიერმა.
საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.