მარტვილში ამ წუთებში მღვდელმსახურები იკრიბებიან, ისინი მეუფე პეტრეს ჩასვლას ელოდებიან.
სასულიერო პირების განცხადებით, ელოდებიან მეუფეს, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, არ აპირებენ ახალი მეუფის მიღებას. ასევე აღნიშნავენ, რომ მეუფე პეტრე სიმართლისთვის დაისაჯა.
შეგახსენებთ, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გადააყენეს და ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (კაცია) დაინიშნეს.