გუშინდელი განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კარდიოლოგმა მოინახულა.
პატრიარქის პირადის ექიმი, ცისანა შარტავა www.1tv.ge-სთან საუბრის დროს ამბობს, რომ ილია მეორე თავს ჯანმრთელად გრძნობს.
„ახლა არ არის საჭირო პატრიარქის მონახულება. ჩვენი ერის სულიერი მამა, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. მადლობა უფალს, მაგრამ ახლა ყურადღებით ვართ. ყველაფერი კარგად არის. ამ სიტყვებში ვატევ საექიმო განცხადებას. რამდენადაც საქართველოს აინტერესებს თავისი სულიერი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გეუბნებით, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ჩემი დახმარება არ დასჭირვებია. კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა მოინახულა და ყველაფერი კარგად არის. პატრიარქს არაფერი არ დასჭირვებია“, _ განაცხადა ცისანა შარტავამ.