ახლახან ოზურგეთელი მსახიობისა და რეჟისორის ვახო ჩხარტიშვილის თეატრალური სტუდიის მოსწავლეებმა თბილისში, თეატრალურ ფესტივალზე წარადგინეს პედაგოგ მაია ღლონტის პიესა „ვაიფონის თაობა“.
პიესის არსია 21-ე საუკუნის გაუცხოებული ურთიერთობები, როგორ მოწყდნენ ადმიანები რეალურ სამყაროს და ვირტუალურ სამყროში გადაინაცვლეს. მათ აღარ ესმით ერთმანეთის. ნორჩმა მსახიობებმა როლები საუკეთესოდ მოირგეს. სესრულებულმაროლებმა,როგორც ჟიური, ისე მაყურებელი აღფრთოვანებული დატოვა.
ვახო ჩხარტიშვილი საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა. სპექტაკლის მონაწილეები ასევე საუკეთესო ქორეოგრაფიისა და საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდნენ.
_მე როცა ამ პიესას ვწერდი, უფრო დიდებისთვის მქონდა გათვალისწინებული, თინეიჯერებისთვის, თუმცა უნიჭიერესი რეჟისორის ხელში მოხდა სასწაული და პატარა ბავშვებმაც საოცრად ითამაშეს. მე ის უფრო მიხარია, რომ მათ გაიმარჯვეს, ვიდრე ის, რომ პიესის ავტორი ვარ, _ გვითხრა ქალბატონმა მაიამ ღლონტმა.