რა გავაკეთო ახლა, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი ეს დეტალები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვით, დეკანოზი თავის წერილში ამბობს, რომ თუ ციხიდან არ გამოუშვებენ, „ყველაფერს იტყვის“.
კახა კალაძის თქმით, დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია.