ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელზე, ლადო აფხაზავაზე ემოციურ პოსტს წერს.
“სტამბულის პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვეს “BBC”-ის ფილმი ლადო აფხაზავაზე. აი, ასე_ ბი ბი სი ჩასულა ლანჩხუთის სოფელ ჩიბათში და ფილმი გადაიღო პედაგოგზე.
მგონია, რომ ბედნიერი უნდა იყოს ჩვენების შემდეგ. ტაშით დაინგრა დარბაზი. ლადო კი წუხს.
ვეკითხები:
-რა გჭირს ლადო?
-რა ბიჭო და… ამდენი კაი საჭმელია აქ და რაღაცნაირად მრცხვენია, მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში…“