ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი „აი ია“ ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი ლელა გობრონიძე უძღვებოდა. პირველ კლასელების საზეიმო გაკვეთილს მშობლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„პატარებმა მასწავლებელთან ერთად ანბანეთში იმოგზაურეს და სტუმრებს შთამბეჭდავი წუთები აჩუქეს. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ეფექტური იყო მშობელთა ჩართულობა და ჯგუფური სამუშაოები. რაც მთავარია, ყველაზე აღსანიშნავი 29 პირველკლასელის გაკვეთილისადმი დამოკიდებულება იყო. ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ ლელა მასწავლებელს“, _ ამბობენ სკოლის დირექციაში.